ზაზა სარალიძის გამოკითხვა პოლიციაში

04.01.2019 01:06

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც სარალიძე აცხადებს, გუშინ პარლამენტის შენობასთან აქციაზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსი მივიდა და შეკრებილებს უთხრა, რომ რამდენიმე პირის, მათ შორის სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მიმართ, სამართალდამცველის შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პოლიციელს მისთვის კონკრეტული ფაქტი არ დაუსახელებია. პოლიციაში გამოკითხვას სარალიძე ზეწოლას უკავშირბს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: