საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

აღწერა

შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე "ნოსტე"-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. შპს "ჯი პი პი" აცხადებს ვაკანსიას მსხვილი და საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების პერსპექტივას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას ** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; სამუშაოს აღწერა: ** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა, ასორტიმენტის შესწავლა და მათი უპირატესობების განსაზღვრა; ** მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასსა და თანამშრომლობის პირობებზე, მათ შორის გადახდის პირობებზე, მოლაპარაკება და დადგენილი გრაფიკის გათვალისწინებით გადარიცხვების მონიტორინგი; ** საქონლისა და მომსახურების შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად; ** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების/ინვოისების, საგადახდო დავალებების ფორმირებაზე მუდმივი კონტროლი; ** შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა; ** შესაბამისი პირებისთვის პროდუქციის მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ** მომწოდებლისთვის წუნდებული პროდუქციის ან/და დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათთან კომუნიკაცია; ** შესყიდვების პროცესების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების შედგენა და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მიწოდება; ** სეგმენტის ანალიზი და რეპორტინგი, კონკურენტების ფასისა და ხარისხის შედარება; ** ფასების ანალიზი და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; ** ლოჯისტიკა/ტრანსპორტირება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებით ** გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** MS Office პროგრამების ცოდნა; ** ენები: რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა პიროვნული თვისებები: ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; ** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები; ** მაღალი მოტივაცია; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ფოკუსირება; ** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დროის მართვა; ** იუმორის გრძნობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ - 18:00 სთ; ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უმიკაშვილის ქუჩა #4 ** ანაზღაურება: 3000-3500 ლარი (ხელზე ასაღები) დამატებითი ინფორმაცია: საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი, 2024 წ. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: [email protected], ასევე გთხოვთ მეილის "Subject" ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მსხვილი და საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი". შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ჯი პი პი

ანაზღაურება


3,000₾ -3,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო