ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ზუგდიდში. სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. სამუშაო გრაფიკი: სრული დარიცხული (Gross) საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვების შესაბამისად ძირითადი სამუშაო მოვალეობებია: ** სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკურ პირებსა და მცირე (Micro & SME) ორგანიზაციებთან; ** კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტივობების ასახვა CRM სისტემაში; ** კლიენტების მოძიება/მოზიდვა საკუთარი ინიციატივითა და არხებით; ** გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა; ჩვენი მოთხოვნებია: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი; ** სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით; ** სასურველია უცხო ენის ცოდნა; ** სასურველია Microsoft Office-ის ცოდნა; ჩვენ გთავაზობთ: ** დინამიურ, საინტერესო და სიახლეებით სავსე გარემოს; ** ახალ ადამიანებთან კომუნიკაციას; ** სწრაფ პროფესიულ ზრდას; ** საინტერესო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს; ** პირად სამუშაო ინვენტარს; ** კორპორაციულ ტელეფონის ნომერს; ** სამგზავრო ბარათს; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი - თბილისი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ჯიპიაი ჰოლდინგი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო