გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს. "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში. Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია: ** კომპანიის პროდუქციის შეთავაზება/წარდგინება, ფასების გაცნობა და მოლაპარაკებების წარმოება; ** არსებულ პარტინიორებთან სამუშაო სტრატეგიების შექმნა, გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით; ** ხელშეკრულების გაფორმების წარმოება და სხვადასხვა დოკუმენტაციასთან მუშაობა რაც კავშირშია გაყიდვებთან; ** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, ტენდერებში მონაწილეობის მიღება; ** კომერციული შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა; ** გაყიდვების რეალიზაციისთვის ყველა იმ სამუშაოს შესრულება რომელიც დაკავშირებულია საქონლის რეალიზაციასთან; ** ინდივიდუალური შეთავაზებების დამუშავება; ** კომპანიაში მიმდინარე მნიშვნელოვან კომერციულ პროექტებში ჩართულობა; ** გაყიდვების რეპორტების წარმოება და ანალიზის გაკეთება, მენეჯმენტთან და სხვა დეპარტამენტებთან; ** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კოორდინაცია; ** არსებულ დამკვეთებთან მუდმივი კომუნიკაცია და სრულყოფილი სერვისების შეთავაზება/გაწევა; ** CRM პროგრამებში მუშაობა. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - (ბიზნესის ადმინისტრირების, პროექტების მართვის ან სხვა მსგავსი მიმართულებით); ** Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 / C1; ** პროექტების მართვა; ** დაგეგმარებისა და დელეგირების უნარი; ** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება; ** გუნდური მუშაობა. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში; ** Fitpass ბარათს; ** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს; ** ანაზღაურება: შეთანხმებით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - გაყიდვების მენეჯერი. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ოფისის მენეჯერი
ბს/2 ჯორჯია
თბილისი 1000₾-1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

პოს-ტერმინალების ტექნიკოსი
ბს/2 ჯორჯია
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


ბს/2 ჯორჯია
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო