ოფისის მენეჯერი

აღწერა

"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ ოფისის მენეჯერს. "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში. სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 - 18:00 1სთ. შესვენება) ლოკაცია: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას) ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია: ** დადგენილი სტანდარტის შესაბამისად შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა; ** სხვადასხვა ღონისძიების, შეხვედრისა და თათბირების ორგანიზება; ** კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, გამასპინძლება და შესაბამის პირთან გადამისამართება; ** სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი; ** დიასახლისის, მებაღის, სამეურნეო სპეციალისტის და უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და კონტროლი; ** სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში; ** სადაზღვევო კომპანიასთან კომუნიკაცია (ავტომობილების მიმართულებით); ** კომუნიკაცია შრომის უსაფრთხოებასთან; ** ტაქსის აპლიკაციის მართვა; ** ფოსტასთან კომუნიკაცია. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს; ** Fit pass ბარათს; ** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს; ** ანაზღაურება: 1000 - 1200 ლარი (NET) (კვალიფიკაციის მიხედვით) დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ოფისის მენეჯერი. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

პოს-ტერმინალების ტექნიკოსი
ბს/2 ჯორჯია
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
ბს/2 ჯორჯია
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ბს/2 ჯორჯია

ანაზღაურება


1,000₾ -1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო