ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი

აღწერა

მრავალპროფილური საკონდიტროკომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნესასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო კომპანია "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. პირობები: ** ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა ** განაკვეთი: სრული ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი ** ხელფასი: 1500 ლარიდან (კვალიფიკაციის გათვალისწინებით) ** დასვენება: შაბათი, კვირა . მოვალეობები: ** ვაკანსიის განთავსება, რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრების ორგანიზება ** სამოტივაციო ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება ** თანამშრომლებისათვის საკვალიფიკაციო ტრენინგების ჩატარება, მათთვის საჭირო, სწორი უნარების მოძიება/შეძენის მიზნით, ასევე გუნდური მუშაობის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. ** თანამშრომლების შემოწმება, როგორ ართმევენ დავალებულ საქმიანობას თავს. ** არსებული საიტების შემოწმება და მოწესრიგება (JOBS.GE, HR.GE) ადამიანური რესურსების სამუშაო მოთხოვნები და კვალიფიკაცია: ** 2-5 წლის გამოცდილება ადამიანური რესურსების პოზიციაზე ** წერითი და სალაპარაკო კომუნიკაციის უნარების ფლობა ქართულ და ინგლისურ ენებზე ** პიროვნული ურთიერთობების დამყარების და თანამშრომლების ტრენერობის კვალიფიკაცია ** კომპიუტერის სრულყოფილი ცოდნა, Excel და მონაცემთა ბაზის მართვისა და ჩანაწერების წარმოების უნარების დემონსტრირება ** ორგანიზებულობა და ეფექტურობა ყოველდღიურ დავალებებში ** ზოგადი ცოდნა დასაქმების კანონებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ** HR ფუნქციების ცოდნა (ანაზღაურება და შეღავათები, რეკრუტირება, ტრენინგი და განვითარება და ა.შ.) ** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი ** ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების ან შესაბამის სფეროში ტრენინგი უპირატესად ჩაითვლება. ** უპირატესად ჩაითვლება პროფესიით ფსიქოლოგი. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ. ფოსტაზე: [email protected], აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სერვისის ადმინისტრატორი
ელტეგი
თბილისი 1300₾ დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


სანდომი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო