სერვისის ადმინისტრატორი

აღწერა

კომპანია "ელტეგი" დაარსდა 2007 წელს და წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტის მიხედვით ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიზანია აღნიშნულ სფეროში საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთებისათვის მომსახურების მათზე მორგებული პაკეტების შეთავაზება, არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.Elteg.ge კომპანია "ელტეგი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: 41 ქეთევან წამებულის გამზ., 0103 თბილისი, საქართველო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 სს. ანაზღაურება: 1300 ლარი (NET) გამოსაცდელი ვადა: 6 (ექვსი) თვე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებელთან სატელეფონო ზარების მიღება და სერვისის კუთხით საჭირო ინფორმაციის მათთვის მიწოდება; ** სერვისთან დაკავშირებით საქმიანი კორესპონდენციის წარმოება, პრობლემის იდენტიფიცირება და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელისთვის დროულად და სრულად გადაცემა; ** დანადგარების გეგმიური და ავარიულ-ტექნიკური სერვისის შესაბამისი დოკუმენტაციის/სტატუსების ყოველდღიური წარმოება და კონტროლი; ** სერვისის თანამშრომლების მივლინების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება ადამიანური რესურსების მართვისა და ფინანსური სამსახურებისთვის; ** კომპანიის ბალანსზე არსებული სერვისის ავტომობილების GPS სისტემის საშუალებით ყოველდღიური კონტროლი და ხელმძღვანელობისთვის რეპორტის მიწოდება; ** ტენდერებში მონაწილეობის მიღება; ** სათადარიგო ნაწილების შესყიდვისთვის სრული ტექნიკური დავალების მომზადება და ასანაში ასახვა; ** სტატისტიკების წარმოება; ** სერვისთან დაკავშირებით მომსახურების ხელშეკრულების მომზადების უზრუნველყოფა, ასევე სერვისის ხელშეკრულების ვადების კონტროლი და შესაბამის სამსახურთან ყოველთვიური რეპორტის მიწოდება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა; ** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** სიახლეებზე ორიენტირებულობა; ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** შედეგებზე ორიენტირებულობა; კომპანია გთავაზობთ: ** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ულიმიტო სასაუბრო დროს მობილურ ნომერზე. თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სერვისის ადმინისტრატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ელტეგი

ანაზღაურება


1,300₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო