პროექტის მენეჯერის/პროცესების მართვის მენეჯერი

აღწერა

შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე "ნოსტე"-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. შპს "ჯი პი პი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის/პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების პერსპექტივას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას ** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; სამუშაოს აღწერა: ** კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირება; ** ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება; ** ბიზნეს პროცესების ანალიზის, ოპტიმიზაციისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში ჩართულობა; ** ბიზნეს პროცესების დეტალური გაწერა და დოკუმენტური სახის მიცემა; ** ბიზნეს პროცესის დანერგვის გეგმის შემუშავებასა და რეალიზებაში დახმარება; ** ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება, მათი აღმოფხვრის გზების შემუშავება და შესაბამისი მითითებების გაცემა; ** დოკუმენტირებული პროცესების პერიოდული გადახედვა და განახლება; ** განყოფილებებში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, მათი კოორდინაცია და კონტროლი; ** პროექტის/ბიზნეს პროცესების ვადების კონტროლი; ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, ორგანიზაციული მართვის, სტრატეგიული მენეჯმენტის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებით; ** გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** MS Office პროგრამების ცოდნა; ** სასურველია ბიზნეს პროცესების ასაწყობი პროგრამ(ებ)ის საბაზისო დონეზე ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; ** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები; ** მაღალი მოტივაცია; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ფოკუსირება; ** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დროის მართვა; ** იუმორის გრძნობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ - 18:00 სთ; ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უმიკაშვილის ქუჩა #4 ** ანაზღაურება: 3500-4000 ლარი (ხელზე ასაღები) დამატებითი ინფორმაცია: საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს. შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი, 2024 წ. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: [email protected], ასევე გთხოვთ მეილის "Subject" ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტის მენეჯერის/პროცესების მართვის მენეჯერის". შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სხვადასხვა
GMC Motors
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ჯი პი პი

ანაზღაურება


3,500₾ -4,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო