ოფისის მენეჯერი

აღწერა

შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე "ნოსტე"-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. შპს "ჯი პი პი" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების პერსპექტივას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; სამუშაოს აღწერა: ** კორესპონდენციის მიმოქცევის (მიღება და გაგზავნა) ორგანიზება, აუცილებლობის შემთხვევაში საქმიანი მიმოწერის განხორციელება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; ** სხვადასხვა მიღებებისა და შეხვედრების, თათბირების ორგანიზება; ** სტუმრების მიღების და დახვედრის ორგანიზება, შესაბამის პირებთან გადამისამართება; ** კომპანიის ოფიციალურ ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა / შესაბამისი რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება; ** თანამშრომელთა პირადი საქმეების, შვებულებების, მივლინებების მართვა, თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვა; ** ვაკანსიის განაცხადის მომზადება, გავრცელების უზრუნველყოფა, ინტერვიუს ორგანიზება; ** დოკუმენტაციის არქივის წარმოება; ** კომპანიისათვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვ) შესყიდვების წარმოების ხელმძღვანელობა და კონტროლი; ** ოფისის ჰიგიენური საშუალებების შეძენის, მარაგების, დასუფთავების პროცესის მართვა და კონტროლი; ** ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მათი შეკეთების უზრუნველყოფა; ** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა; ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესად); ** გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** MS Office პროგრამების ცოდნა; ** ენები: რუსული და ინგლისური ენების ცოდნა პიროვნული თვისებები: ** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები; ** მაღალი მოტივაცია; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ფოკუსირება; ** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დროის მართვა; ** იუმორის გრძნობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ - 18:00 სთ; ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უმიკაშვილის ქუჩა #4 ** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) დამატებითი ინფორმაცია: ** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს. ** შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება ** განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი, 2024 წ. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: [email protected], ასევე გთხოვთ მეილის "Subject" ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფის მენეჯერი". შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ხორცის საწარმოს მენეჯერი
ჯი პი პი
თბილისი 2500₾ დედლაინი: 4 დღეში

საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
ჯი პი პი
თბილისი 3000₾-3500₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ჯი პი პი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო