სხვადასხვა

აღწერა

ქართული-სუნელ სანელებლების კომპანია "ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: 1. ელექტრიკოს/ინჟინერი ძირითადი მოვალეობები: ** გაყვანილობისა და განათების სისტემების ინსტალაცია და ტექნიკური გამართულობა. ** აღჭურვილობისა და მექანიზმების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება; ** მექანიზმების პერიოდული ტექნიკური დათვალიერების ჩატარება; ** საწარმოს ტერიტორიაზე მინდობილი ელექტრო მოწყობილობის, ელექტრო ქსელებისა და მოწყობილობების უსაფრთხო და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა; ** ხელსაწყოების, სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალის შერჩევა, აღრიცხვა და შეძენა (დამოუკიდებლად ან შესყიდვის განყოფილების მეშვეობით). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრიკოსის პოზიციაზე; ** აღჭურვილობის რეკონსტრუქცია, ახალი აღჭურვილობის მიღება მონტაჟის გამოცდილება; ** ელექტრო ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება. საჭირო უნარები: ** სამუშაო ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი; ** სამუშაო ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტურად მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** მდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის დასახლება ახმედ მელაშვილი 6 ** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00 სთ ** დასვენება: შაბათი-კვირა. 2. დამხმარე მამაკაცი საწარმოში ძირითადი მოვალეობები: ** მზა პროდუქციის დახარისხება და ყუთებში ჩალაგება; ** ყუთების შეფუთვა, დალაგება პადონზე; ** პროდუქციის დასტრეიჯება; ** პროდუქციის გადაადგილება (ურიკით) საწყობსა და წარმოების ტერიტორიაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. საჭირო უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი. სამუშაო პირობები: ** მდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის დასახლება ახმედ მელაშვილი 6 ** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00 სთ ** დასვენება: შაბათი-კვირა. ** ანაზღაურება: 1200 ლარიდან 3. ექსპორტის მენეჯერი: ** საექსპორტო ბაზრების შესწავლა; ** მოლაპარაკებების წარმოება საერთაშორისო სამიზნე ბაზრებზე, პარტნიორებთან და პოტენციურ შემსყიდველებთან, კომპანიის პროდუქციის მიყიდვის მიზნით; ** გაყიდული პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული ტექნიკურ-ლოჯისტიკური და დოკუმენტური მხარდაჭერა; ** სამიზნე ბაზრებზე, გამოფენების მოძიება და მონაწილეობის მიღება, კომპანიის და მისი პროდუქციის წარდგენა; ** ექსპორტის კატალოგის შემუშავება მარკეტინგთან ერთად; ** ხელმძღვანელისთვის მისი საქმიანობის ანგარიშგებების წარდგენა დადგენილი პერიოდულობით და ფორმატით; ** ახალი კონკურსების იდენტიფიცირება პროდუქციის წარდგენა; ** პოტენციური და არსებული კლიენტების დროული ინფორმირება კომპანიის სიახლეების, ახალი პროდუქტის და მიმდინარე მიღწევების შესახებ; ** შესაბამის ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან მუდმივი ურთიერთობა და ინფორმაციის მიმოცვლაც; ** მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების გეგმის შედგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აღნიშნულ სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ** საოფისე პროგრამების ცოდნა საჭირო უნარები: ** მოტივირებული; ** პოზიტიური; ** კომუნიკაბელური; ** დისციპლინირებული/პუნქტუალური; ** პასუხისმგებლიანი; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** დარწმუნებულის უნარი; ** დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი. სამუშაო პირობები: ** მდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის დასახლება ახმედ მელაშვილი 6 ** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00 სთ ** დასვენება: შაბათი-კვირა. თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე [email protected]. განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 26 სექტემბერი 2024 წელი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სერვისის მენეჯერი
ბათუმი გარდენ ქიი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ოჯახური

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო