მარაგების მართვის სპეციალისტი

აღწერა

კომპანია "სოლვერი" უზრუნველყოფს გათბობა გაგრილება, ვენტილაცია, წყალმომარაგების სისტემების სრულ სერვის მომსახურებას, როგორც საყოფაცხოვრებო ასევე ინდუსტრიული ტიპის დანადგარებზე. კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ. გვერდს: https://www.solvery.ge/ კომპანია "სოლვერი" აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის სპეციალისტი პოზიციაზე ქ. თბილისში. პოზიცია ექვემდებარება: დირექტორს ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 1 აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 22/09/2024 დასაქმების სავარაუდო თარიღი: 23/09/2024 ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: სერვისისთვის საჭირო მარაგების მართვა ფუნქცია-მოვალეობები: ** არსებული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა (პერიოდული ინვენტარიზაცია); ** სერვისში არსებული ინსტრუმენტების გაცემა-კონტროლი; ** სერვისისთვის განკუთვნილი სათადარიგო ნაწილების მონიტორინგი/მარაგების შევსება/ შეკვეთის მომზადება; ** 1C-ში საჭირო ინფორმაციის პროგრამული ასახვა; ** ინვოისებისა და ხელშეკრულებების მომზადება; ** მომსახურების ფასების დადგენა-შეთანხმება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად); ** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ფლობა. სამუშაო პირობები: ** რეჟიმი/გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00, შაბათი - 10:00 - 15:00 ** ანაზღაურების დიაპაზონი: 1200-1500 ლარი ** სამუშაო ადგილი: თბილისი, სოფელი დიღომი გიორგი ბრწყინვალეს #51 სოციალური პაკეტი: ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა ** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში) ** კორპორატიული ნომერი შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: ** პირველი კონტრაქტი - ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად დასაქმებულის უფლებები: ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. საბუთების მიღება: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია "სოლვერის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა. შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის. კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიის და გასაუბრების საფუძველზე

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


სოლვერი
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო