შეკვეთის ამგროვებელი/საწყობის თანამშრომელი

აღწერა

კომპანია "რითეილ ლოგისტიკა" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში. კომპანია "რითეილ ლოგისტიკა" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთის ამგროვებლის (საწყობის თანამშრომელი) პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის #40 ხელფასი - 1500-2200 ლარი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:00 სთ - 18:00 სთ; ტრანსპორტირება: მ/ს სამგორიდან. მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტებისთვის განსაზღვრულ ვადებში ელ.მოწყობილობით (პოკეტით) პროდუქციის აგროვება და მომზადება სადისტრიბუციოდ; ** სადისტრიბუციოდ აგროვებული პროდუქციის პალეტზე დაზიანების გარეშე განთავსება; ** აგროვებული პროდუქციის სტანდარტის/ინსტრუქციის შესაბამისად შეფუთვა და შეფუთვაზე შესაბამისი სავაჭრო ობიექტის მონაცემების განთავსება; ** გამზადებული შეკვეთის კონკრეტული სავაჭრო ობიექტისთვის განკუთვნილ სასაწყობე სივრცეში განთავსება; ** მოთხოვნისამებრ, აგროვებული პროდუქციის მარაგების აღრიცხვის ზონაში გადატანა; ** სამუშაო/სასაწყობე სივრცის დალაგება - სასაწყობე ინვენტარის, პალეტების, ყუთების და სხვა სასაწყობე ინვენტარის განთავსება შესაბამისად განსაზღვრულ ადგილზე; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება; მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "შეკვეთების ამგროვებელი" რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას! "თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "რითეილ ლოგისტიკის" (ს/კ 406286674) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40. კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მიღების სპეციალისტი
რითეილ ლოგისტიკა
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

დაბრუნების სპეციალისტი
რითეილ ლოგისტიკა
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

მძღოლი - C კატეგორია
რითეილ ლოგისტიკა
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

ექსპედიტორი
რითეილ ლოგისტიკა
თბილისი 1100₾-1300₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


რითეილ ლოგისტიკა

ანაზღაურება


1,500₾ -2,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო