მძღოლი - C კატეგორია

აღწერა

კომპანია "რითეილ ლოგისტიკა" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში. კომპანია "რითეილ ლოგისტიკა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40; ანაზღაურება: 1500 ლარი; ტრანსპორტირება: მ/ს სამგორიდან; ძირითადი მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება; ** პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; ** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში პროდუქციის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება; ** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია მანქანის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი); ** აუცილებელია მართვის მოწმობა - C კატეგორია. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დისციპლინირებულობა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 34 93 30 / 577 30 59 11 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: [email protected]. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მძღოლი - C კატეგორია". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას! "თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "რითეილ ლოგისტიკის" (ს/კ 406286674) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40. კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მიღების სპეციალისტი
რითეილ ლოგისტიკა
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

დაბრუნების სპეციალისტი
რითეილ ლოგისტიკა
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

ექსპედიტორი
რითეილ ლოგისტიკა
თბილისი 1100₾-1300₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


რითეილ ლოგისტიკა

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო