გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტის ანაზღ. სტაჟიორი

აღწერა

შპს "მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტის ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე. გამოქვეყნდა: 23 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე კომპანიის შესახებ: მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია არის ციფრული ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემთა ანალიზში. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სფეროა ბუნებრივი ენის მანქანური დამუშავება. მანქანური სწავლების გამოყენებით (კერძოდ, ე.წ. "ღრმა სწავლებით"), ჩვენ ვქმნით ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ტექსტის მეტყველებად გარდაქმნა, მეტყველების ტექსტად გარდაქმნა, ტექსტის ოპტიკური ამოცნობა, მართლწერის შემოწმება, სენტიმენტ ანალიზი და სხვები. ენობრივი ტექნოლოგიების სფეროში, ჩვენი პროდუქტები ენაგრამის ბრენდის სახელით ვრცელდება და განთავსებულია https://enagram.ai/ ვებსაიტზე. ჩვენი ექსპერტიზა ასევე მოიცავს API-ების, მობილური აპლიკაციების, ბრაუზერის გაფართოებების, ოფისის ჩანართების და "რესფონსივ/ადაპტირებადი" ვებსაიტების შექმნას. ჩვენ ფოკუსირებული ვართ მცირე ციფრული რესურსების მქონე ენებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტების შექმნაში შეზღუდული მონაცემების პირობებში. ჩვენი პლატფორმა მომხმარებლებს აძლევს წვდომას ენის მოდელების დიდ კოლექციაზე, რომელიც განთავსებულია ერთ, ცენტრალიზებულ ჰაბში, სახელწოდებით ენაგრამი, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მხედველობა და სმენადაქვეითებულთა საჭიროებების დაკმაყოფილებას. ენაგრამი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად შექმნან პროფესიონალური დოკუმენტები და ეფექტურად გამოიყენონ ციფრული მონაცემები ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა გაზარდონ თავიანთი პროდუქტიულობა. ენაგრამის ვებსაიტის გარდა, ჩვენს მიერ შექმნილი ხელსაწყოები ადვილად ინსტალირდება როგორც ბრაუზერის გაფართოებები და საოფისე აპლიკაციების ჩანართები. ჩვენი პროდუქტები დეტალურად შესწავლილი და აღიარებულია Apple-ის, Google-ისა და Microsoft-ის მიერ, რაც ხაზს უსვამს ჩვენი შეთავაზებების საიმედოობასა და მდგრადობას. ჩვენი პროდუქტები განთავსებულია ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Google Play Store და Apple Store, რისთვისაც მათ გაიარეს ამომწურავი შემოწმება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ხარისხისა და კონფიდენციალურობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა. წლების განმავლობაში, ჩვენ შევიძინეთ გამოცდილება სხვადასხვა წყაროდან მონაცემების შეგროვების, გაწმენდისა და დამუშავების სფეროში. ხარჯების მინიმიზაციისთვის, ჩვენ გვაქვს დაბალანსებული მიდგომა: გვაქვს საკუთარი სერვერები და ამასთანავე ვიყენებთ ღრუბლოვან მომსახურებებს. პოზიციის მიმოხილვა: როგორც გაყიდვებისა და მარკეტინგის სტაჟიორი, თქვენი მოვალეობა იქნება გააფართოოთ ჩვენი მომხმარებელთა ბაზა და გაზარდოთ AI პროდუქტების პოპულარობა. თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას გაყიდვებსა და მარკეტინგში. ეს სტაჟირება არის შესანიშნავი შესაძლებლობა ისწავლოთ და პროფესიულად გაიზარდოთ სწრაფ, ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ გარემოში. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** სატელეფონო ზარების განხორციელება პოტენციური მომხმარებლების მოძიების მიზნით სოციალური მედიის მართვა ** კოპირაითინგი, სოციალური მედიის პლატფორმებისთვის პოსტებისა და ბანერების გრაფიკული დიზაინის შექმნა/მოძიება ** ბაზრის კვლევის ჩატარება - არსებული და პოტენციური მომხმარებლების კვლევა, ინდუსტრიის ახალი ტენდენციების კვლევა ** პოტენციურ კორპორატიულ მომხმარებელთან შეხვედრების ორგანიზება; შეხვედრისთვის მარკეტინგული მასალების და პრეზენტაციების მომზადება კვალიფიკაცია: ** ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის, ბიზნესის, კომუნიკაციების ან დაკავშირებული სფეროში ** ინტერესი AI ტექნოლოგიებისა და მისი გამოყენების მიმართ. ** კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური კარგი უნარ-ჩვევები. ** ენთუზიაზმი და მოტივაცია გაყიდვებისა და მარკეტინგისადმი. ** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი. ** ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები. ** Microsoft Office Suite-ის (Word, Excel, PowerPoint) კარგი ცოდნა. სამუშაო გრაფიკი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 სთ ოფისში + 4 სთ დისტანციურად ანაზღაურება: თვეში 880 ლარი გადასახადების გარეშე + ბონუსი თითოეული კორპორატიული გაყიდვიდან გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი, სადაც ახსნით თქვენს ინტერესს პოზიციის მიმართ, მისამართზე [email protected], სათაურით "გაყიდვებისა და მარკეტინგის სტაჟიორის განაცხადი - [თქვენი სახელი]".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საოპერაციო სპეციალისტი
მადარტი
თბილისი 1800₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია

ანაზღაურება


880₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო