ადმინისტრაციული მენეჯერი

აღწერა

"საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: 10.00-18.00 შრომის ანაზღაურების ოდენობა: 1000 (+ ბონუსები) ადგილმდებარეობა: თბილისი, მაქსიმ გორკის 11 თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია: ** სატენდერო და საგრანტო დოკუმენტაციების მომზადება; ** ადმინისტრაციული საქმიანობა; ** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის აღრიცხვა და მონიტორინგი, როგორც ყოველთვიურად ასევე, ყოველკვირეულად; ** პროექტებისა და ტრენინგების კოორდინირება; ** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ: ** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი; ** განათლება: უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (დასაშვებია არასრული განათლება); ** ინგლისური ენის ცოდნა B2; ** მაღალ დონეზე საოფისე პროგრამების ცოდნა (MS PowerPoint, Excel, Word, Outlook); თუ სხვებისგან გამოგარჩევს: ** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; ** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა; ** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი; ** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი; ** ინიციატივის გამოჩენის უნარი; ** ანგარიშვალდებულება; ** კრეატიული პრობლემის გადაჭრა; ** ინკლუზიური თანამშრომლობა; ** დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა; ** სამაგალითო ლიდერობა; მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ Oshe Georgia-ში დაგვხვდება: ** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და გუნდური სოლიდარობა; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; ** კარიერული ზრდის პერსპექტივები და შიდა დაწინაურების შესაძლებლობები; ** მეგობრულ და თანადგომის მქონე გუნდს, სადაც პროფესიული ზრდა და განვითარება არ არის მხოლოდ სიტყვები, არამედ ყოველდღიური პრაქტიკა; ** უნიკალური შესაძლებლობა იმუშაოთ საერთაშორისო სერტიფიცირებულ სპეციალისტებთან; თუ ეძებთ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, გთავაზობთ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, მაშინ ეს პოზიცია სწორედ თქვენთვისაა! დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. (თუ სათაურის ველში არ გექნებათ მითითებული პოზიციის დასახელება, აპლიკაცია არ განიხილება) Upon request: დამატებით რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნეთ ერთი სარეკომენდაციო წერილი; ასევე რეზიუმეში მიუთითეთ 2 რეკომენდატორი საკონტაქტო მონაცემებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგი ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შერჩევა მოხდება 2 ეტაპად, გასაუბრება და ტესტირება ზოგად უნარებში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


OSHE Georgia
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო