ადმინისტრაციული მენეჯერი, გენერალური მენეჯერი

აღწერა

სილამაზის ცენტრი "Dessange Paris Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის და გენერალური მენეჯერის პოზიციაზე. "Dessange" 1954 წლიდან ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე და 1500 სალონითაა წარმოდგენილი. "Dessange"-ის შეჭრის ტექნიკა და ვარცხნილობა გამორჩეულია თავისი ინდივიდუალურობით და არ კარგავს აქტუალობას. 1954 წლიდან Dessange კანის საერთაშორისო ფესტივალის ერთადერთი ოფიციალური პარტნიორია. "DESSANGE Paris Tbilisi" - კი 2013 წლიდან "Dessange"-ის ოფიციალური წარმომადგენელია. საუკეთესო ბრენდები, სილამაზის საუკეთესო ექსპერტები და საუცხოო სერვისი - ეს ყველაფერი ჩვენ გამოგვარჩევს ესთეტიკის სფეროში ქართულ ბაზარზე. ადმინისტრაციული მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლის დახვედრა/გაცილება; ** პროცედურებზე ჩაწერების ორგანიზება (სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაცია მომხმარებელთან); ** სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა; ** სალარო ოპერაციების მართვა; ** სპეციალისტების ბონუსების დათვლა და გაცემა; ** სარეალიზაციო პროდუქციის მომხმარებლისთვის შეთავაზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ** სასურველია საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ადგილმდებარეობა: თბილისი, აბაშიძის #3 სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 4 დღე ანაზღაურება: 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი (გაყიდული პროდუქციიდან) გენერალური მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები: ** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა; ** პროტოკოლით დადგენილი წესების დაცვა და კონტროლი; ** მომხმარებელთა პროცედურებზე ჩაწერის, მიღებისა და გაცილების კონტროლი. ** მომსახურების ხარისხის კონტროლი. ** სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთობა, შეკვეთის გაკეთება/ჩაბარება. ** სარეალიზაციო პროდუქციის აღწერა. ** სათავო ოფისთან რეპორტინგი და კომუნიკაცია. ** საერთაშორისო ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა და ორგანიზება. ** ახალი თანამშრომლების აყვანაში მონაწილეობის მიღება, მათი ონბორდინგი და სატრენინგო პროცესის ორგანიზება. ** სოც. მედია მენეჯერებთან ერთად კონტენტის დაგეგმვა მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა და წერითი უნარები. ** სასურველია საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. ადგილმდებარეობა: თბილისი, აბაშიძის #3 სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება კვალიფიკაციიდან გამომდინარე + ყოველთვიური ბონუსი (გაყიდული პროდუქციიდან) ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** კონკურენტულ საბონუსე სისტემას; ** საერთაშორისო ტრენინგებს როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში. დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ადმინისტრაციული მენეჯერი
Qspeed Robotics
თბილისი დედლაინი: 5 დღეში

ადმინისტრაციული მენეჯერი
OSHE Georgia
თბილისი დედლაინი: 4 დღეში

კომპანია


Dessange Tbilisi

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო