ხორცის საწარმოს მენეჯერი

აღწერა

შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე ნოსტე_ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. შპს "ჯი პი პი" აცხადებს აცხადებს ვაკანსიას ხორცის საწარმოს მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების პერსპექტივას; ** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** წარმოებული პროდუქციის და დახარჯული ნედლეულის სწორი აღრიცხვა; ** პროდუქციის მიღებისა და გახარჯვის კონტროლი; ** ხორცის დამუშავება და სარეალიზაციოდ მომზადება; ** პროდუქციის ხარისხისა და ვადების კონტროლი; ** საქონლის დამუშავება შესაბამისი წესის მიხედვით; ** ნახევარფაბრიკატების მომზადება; ** სამუშაო ადგილის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი დაცვა და კონტროლი; ** სამუშაო პროცესის წარმართვა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად. საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალობა და ორგანიზებულობა. სამუშაო პირობები: ** მისამართები: თბილისი, მუხიანი, ნონეშვილის ქ.#10 ** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; ** ანაზღაურება: 2500 ლარი + ბონუსი დამატებითი ინფორმაცია: საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 სექტემბერი 2024 წ. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected] და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯი პი პი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ჯი პი პი

ანაზღაურება


2,500₾
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო