ანაზღაურებადი სტაჟირება ფრინველთა სასაკლაოში

აღწერა

შპს "ლა ფერმე" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას (დასაქმების პერსპექტივით) ფრინველთა სასაკლაოში, სუფთა ზონაში მომუშავე პირის ასისტენტის პოზიციაზე. შპს "ლა ფერმე" არის ქართულ-ამერიკული ფრინველის ხორცის მწარმოებელი კომპანია. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, ამბიციური წევრებით, რომელთაც სურვილი აქვთ კომპანიის განვითარებასთან ერთად თავადაც განვითარდნენ. ამიტომ, ვეძებთ თანამშრომლებს სწრაფი პროფესიული ზრდის და დაწინაურების პერსპექტივით. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, შაბათის გარდა 10:00-19:00 სთ; ** ხელფასი სტაჟირების პერიოდში შეადგენს 750 ლარს (გადასახადების გარეშე). სტაჟირების პერიოდი შეადგენს 3-დან 6 თვეს. დასაქმების შემდგომ ხელფასი განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** ხორცის დაჭრა/დანაწევრება ** პროდუქციის დახარისხება ** კლიენტებისთვის შეკვეთების გამზადება ** ნაწარმოები პროდუქციის სისტემაში ასახვა ** სამუშაო სივრცის ჰიგიენურ მდგომარეობაში შენარჩუნება დასაქმებულ პირს შესაძლებლობა ექნება იმუშაოს გამოცდილ თანამშრომელთან ერთად და ადგილზე მოხდება მისი სწავლა/გადამზადება. სწავლება მოიცავს: ** სუფთა ზონის ოპერირებას ** ქათმის კარკასის დაჭრა/დანაწევრებას პროფესიულ დონეზე შესწავლას ** სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის ტრენინგების გავლას/სერტიფიცირებას ** ინგლისური ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას სურვილის შემთხვევაში ** კომპიუტერული უნარ-ჩვევების შესწავლა/განვითარებას დასაქმებული პირისგან ველით: ** შრომისმოყვარეობას ** საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომას ** სწავლისთვის მზაობას და ღიაობას კომპანია მუდმივად მზარდია, რის გამოც სულ უფრო მეტი პერსპექტივა ექნება დასაქმებულ პირს კარიერული ზრდის და ფინანსური წინსვლის კუთხით. ასევე იგი ისარგებლებს კანონმდებლობით განსაზღვრული შვებულებით და სხვა ბენეფიტებით. დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected].

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ლა ფერმე
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო