პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომელი

აღწერა

კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. "სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების და ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას. ძირითადი მოვალეობები: ** საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება; ** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება; ** საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;ნაშთების კონტროლი. ** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** გუნდური მუშაობის უნარი ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** მართვის მოწმობა - B კატეგორია. ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი (400-600ლარი) დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება. ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე. დასვენების დღე: კვირაში 2 დღე. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის თანამშრომელი
Carrefour Georgia
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 დღეში

შემგროვებელი
ჰიპერმარკეტი Domino
თბილისი 1150₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


სხივი+

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო