საწყობის თანამშრომელი

აღწერა

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. "კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომელი ლილოში. სამუშაო ლოკაცია: ლილო, ჭირნახულის N9. გრაფიკი: 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე (კვირაში 40 საათი) ანაზღაურება: 1000 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის მიღება, დათვლა, აღრიცხვა; ** პროდუქციის ვადების კონტროლი; ** პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი; ** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა; ** შეგროვებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი; ** შეგროვებული პროდუქციის შესაბამის ტრანსპორტში დატვირთვის უზრუნველყოფა და კონტროლი; ** კომპანიის სტანდარტების დაცვით მუშაობა. მოთხოვნები: ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: [email protected] გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი -ლილო" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. ან დარეკოთ ნომერზე: +995 595 326 620 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" მიერ (ს/ნ.: 404923749; იურ. მის.: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია) მათ შორის, უფლებამოსილი პირის (შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს"; 240254; მის.: საფოსტო ყუთი 22797, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] ;ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე. შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე-კონსულტანტი
Carrefour Georgia
თბილისი 800₾-1050₾ დედლაინი: 1 დღეში

ჩამომცლელი
Carrefour Georgia
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


Carrefour Georgia

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო