საწარმოო ბეჭდვის(PP) დანადგარების სავაჭრო წარმომადგენელი

აღწერა

კონიკა მინოლტა საქართველო - კომპლექსური ბიზნეს გადაწყვეტილებებისა და მომსახურების ერთერთი ძირითადი მომწოდებელი. ჭკვიანი ოფისის ტექნოლოგიებიდან დაწყებული , ინფორმაციის ქლაუდის სისტემის მართვით დამთავრებული, მობილობითა და IT მომსახურებით. ჩვენ დავაგროვეთ დიდი გამოცდილება ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურებების დანერგვის კუთხით და შესაძლებელი გავხადეთ უზრუნველვყოთ სამუშაო პროცესი ადგილმდებარეობისა და დროის მიუხედავად. ჩვენი მოწინავე პროდუქტები და გადაწყვეტილებები ხელს უწყობს ორგანიზაციებს მსოფლიო მასშტაბით, გააუმჯობესონ ხარისხი და გაზარდონ წარმადობა, გააძლიერონ უსაფრთხოება და ხელი შეუწყონ ინფორმაციის ცვლას. ვამაყობთ, რომ ჩვენი პორტფოლიო იკავებს ინდუსტრიის მოწინავე პოზიციებს გარემოზე ზრუნვის სტანდარტების სრული დაცვის პარალელურად.

ჩვენ ვეძებთ მაღალ-მოტივირებულ და კვალიფიციურ კადრს საწარმოო ბეჭდვის(PP) დანადგარების სავაჭრო წარმომადგენლის(თბილისის ოფისში) პოზიციაზე.
სამუშაო გარაფიკი: სრული, დისტანციური მოდელი არ განიხილება

ენების ფლობა:
ინგლისური: საშუალოზე მაღალი

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • კორპორატიული ნორმების დაცვა და ბრენდისადმი ლოიალურობის ზრდა ქართულ ბაზარზე
  • ქართული ბაზრისთვის შეთავაზებული კონიკა მინოლტა-ს PP პორტფოლიოს ცოდნა
  • ბაზარზე არსებული მბეჭდავი ორგანიზაციების მუდმივი მონიტორინგი და საკონტაქტო ორგანიზაცეიბის პორტფოლიოს ზრდა
  • კონკურენტი ბრენდის ანალოგიური მიმართულების დანადგარების ძლიერი/სუსტი მხარეების ცოდნა
  • საფასო პოლიტიკის დაცვა არსებული კონიუქტურისა და კონკურენტების პოზიციების გათვალისწინებით.
  • საერთაშორისო მარკეტინგული სტრატეგიის ლოკალურ იმპლემენტაციაში მონაწილეობის მიღება
  • თბილისის ოფისში სადემონსტრაციო ჩვენებების ორგანიზება.
  • დანადგარის რეალიზებისა და სერვისისთვის თანმხლები ხელშეკრულებების წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება(სასურველია)
  • ბეჭდვის პროცესებისა და ციკლის სიღრმისეული ცოდნა
  • მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება ბეჭდვით/სარეკლამო სფეროში მუშაობის კუთხით
  • ძლიერი მოლაპარაკების წარმოებისა და კომუნიკაციის უნარი
  • ანალიტიკური უნარჩვევები, ბიზნესსა და მომხმარებელზე ორიენტაცია
  • პროექტის მართვისა და ლიდერობის უნარჩვევები
  • ბაზრის ანალიზის უნარი პროდუქტის პოზიციონირების უზრუნველსაყოფად
  • პროგრამული უნარები: MS Office (Excel, PowerPoint - მაღალ დონეზე ცოდნა)
  • ხშირი მივლინებებისადმი მზადყოფნა(როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო)

ჩვენ გთავაზობთ:
  • დასაქმებას საერთაშორისო კომპანიაში
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.konicaminolta.ge/
აღნიშნულ პოზიციაზე განაცხადის გასაკეთებლად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]
პერსონალური მონაცემები, რომელსაც განმცხადებელი წარუდგენს კონიკა მინოლტა საქართველოს, განკუთვნილია მხოლოდ კანდიდატის გადამოწმებისა და სამუშაოზე აყვანის პროცესისათვის. ყველა შეგროვებული პერსონალური მონაცემი გამოყენებული იქნება მხოლოდ ზემოთხსენებული მიზნით და არავითარ შემთხვევაში არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


კონიკა მინოლტა ბიზნეს სოლუშენს ჯორჯია
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო