მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აღწერა

მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი;

ბრედფილდის მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ექვემდებარება ქარხნის უფროს ბიზნეს-ოფიცერს. დეპარტამენტი მოიცავს როგორც იმპორტ-ექსპორტის საქმიანობას, ისე საწყობის მართვას. აღნიშნული პოზიციის მიზანია წარმოების ნედლეულით და ყველა საჭირო პროდუქტით მომარაგება, კომპანიაში არსებული ყველა გადაზიდვის, ტრანსპორტირების ოპტიმალური მარშრუტის განსაზღვრა, საწყობში არსებული ყველა ტიპის მარაგის დასაწყობების, გადაადგილებისა და ნაშთების აღრიცხვის მონიტორინგი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში ყველა საჭირო შესყიდვის პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და უწყვეტი ციკლის კონტროლი, ვადაგასული პროდუქტების კონტროლი და მინიმუმამდე დაყვანა
  • ლოკალურ და უცხოელ მომწოდებლებთან მუშაობა და შეკვეთების ფორმირება
  • არსებული მარაგების გადამოწმება და შეკვეთის მიწოდებისთვის ყველა საჭირო პროცედურის განხორციელება
  • წარმოებასთან კომუნიკაცია და შეკვეთის მოცულობის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება
  • პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა ეტაპის დაგეგმვა
  • მომწოდებლების ფასების ანალიზი, ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება
  • ტენდერების ჩატარება
  • ხელშეკრულებების გაფორმება და შესყიდვებისთვის საჭირო დოკუმენტების ადმინისტრირება
  • საწყობის მარაგის ოპტიმალური მოცულობის კონტროლი
  • პროდუქციის საერთაშორისო გადაზიდვების უზრუნველყოფა, საექსპორტო ინდუსტრიის მარეგულებელი რეგულაციების და წესების შესაბამისად
  • საწყობში არსებული ყველა ტიპის მარაგის დასაწყობების, გადაადგილებისა და ნაშთების აღრიცხვის მონიტორინგი
  • საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიები: მოძიება / ტარიფების დადგენა / შერჩევა / საკონტრაქტო პირობების დამუშავება
  • KPI’s შემუშავება და მისი შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება: ბიზნეს ადმინისტრირების / ფინანსების განხრით;
  • SC მენეჯერის ან/და იმპორტ-ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • გუნდის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • სასურველია რუსული ენის ფლობა;
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრული აქცენტი გაკეთდება Excel-ის პროგრამაზე).

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ბიზნეს-ორიენტირებული აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ინიციატივის მაღალი დონე;
  • პროცესების ანალიზის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • აქტიური მოსმენის და გუნდური მუშაობის მაღალი დონე.

  • ბენეფიტები:
  • ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • სწავლებისა და განვითარების სისტემა;
  • შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: [email protected]

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მიწოდების ჯაჭვის მენეჯერი
Qspeed Robotics
თბილისი დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


ბრედფილდი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო