ფილიალის მენეჯერი

აღწერა

შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის (ქუთაისში და ზესტაფონში) პოზიციაზე. შპს " ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 95 ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე. სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ზესტაფონი. სახელფასო რეინჯი: 1000 ლარი. (net) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-17:00, შაბათი 09:00-14:00. ძირითადი მოვალეობები: ** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული მართვა: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის და/ან მომწოდებლის დროულად ინფორმირება, მიღებული პროდუქციის პროგრამული ასახვა; ** მიღებული პროდუქციის დახარისხება და საწყობში განთავსება; ** სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა ** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების დაცვა საწყობის ტერიტორიაზე; ** საწყობში განთავსებული პროდუქციის ვადების კონტროლი და ინფორმაციის ფილიალის მენეჯერისთვის მიწოდება; ** სხვა ფილიალების შეკვეთების მიღება, დამუშავება, გამზადება და გაგზავნა; ** საწყობის ნაშთის კონტროლი და ინფორმაციის უშუალო ხელმძღვანელისთვის დროული მიწოდება; ** დადგენილი პერიოდულობით საწყობში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა და შედეგების ფილიალის მენეჯერისთვის მიწოდება; ** საწყობში არსებული ინვენტარის მოვლა/მოფრთხილება, საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნა/შეკვეთა; ** ფილიალის მენეჯერის არ ყოფნის შემთხვევაში, მისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება; ** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, მისი თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში. ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია Apex-ში მუშაობის გამოცდილება; ** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** მოწესრიგებულობა, საქმის დაკვირვებით და მაღალი პასუხისმგებლობით შესრულება ** ემოციების კონტროლი, კონფლიქტების მართვა, პრობლემური საკითხების მოგვარება, მოსმენა, ობიექტური მიდგომა; ** გუნდურობა; ** უსაფრთხოების ნორმებისა და სამუშაო სტანდარტების გათვალისწინება/დაცვა; ** ფილიალის მენეჯერის მოვალეობის შესრულების შემთხვევაში ოფისსა და ფილიალის თანამშრომლებს შორის ინფორმაციის დროული და სწორი მიმოცვლა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით 577 23 97 66 (10:00 დან 18:00მდე) გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ქუთაისის/ზესტაფონის ფილიალის მენეჯერი. შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ფილიალის მენეჯერი
ასორტი ვერე
თბილისი 1500₾ დედლაინი: 16 საათის წინ

ფილიალის მენეჯერი
სხივი+
თბილისი 2200₾ დედლაინი: 4 დღეში

ფილიალის მენეჯერი
ნიკორა ტრეიდი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ექსპრეს ქსელი
დედლაინი
4 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო