ფილიალის მენეჯერი

აღწერა

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. "ასორტი ვერე"-ს საკონდიტრო წარმოება, ცივი და ცხელი სამზარეულო, საცხობი ნაწარმი- 2007 წლიდან ქართულ ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. ასორტის სახელის ქვეშ დღეს უკვე ერთიანდება 1 ცენტრალიზებული საწარმო და 8 კაფეტერიათა ქსელი - სადაც სამასზე მეტი პირია დასაქმებული. კომპანია დაარსების დღიდან ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებასა და წინსვლას. ასორტში შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი პოტენციალის მაქსიმუმი, სრულად დაეუფლოთ თქვენს პოზიციას, ყოველდღიურად გქონდეთ შეხება საინტერესო გამოწვევებთან და პროფესიული ზრდის უნიკალურ შესაძლებლობებთან! სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00; ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი. აბაშიძის ქ. 81ა; / ქ. თბილისი, ბერბუკის ქ. #3; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ფილიალში მიმდინარე ყველა პროცესის მართვა და მუდმივი მონიტორინგი; ** ობიექტზე დასაქმებულთა სამუშაო განრიგის შედგენა, მართვა/კონტროლი; ** დეტალური ინფორმაციის ცოდნა პროდუქციის შემადგენლობის, დამზადების წესებისა და ფასების შესახებ; ** პროდუქციის ხარისხის კონტროლი; ** მომსახურების ხარისხის კონტროლი; ** სალარო ოპერაციების კონტროლი; ** მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის წარმოება; ** მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა; ** ყოველთვიურად დაქვემდებარებული თანამშრომლების ცვლიანობის განრიგისა და სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ანალოგიურ პოზიციაზე მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** სასურველია FINA პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel) ** ინგლისური ენის ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირება; ** დროის მართვის უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** ლიდერული უნარები. *გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected], წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, "ფილიალის მენეჯერი". გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ფილიალის მენეჯერი
ნიკორა ტრეიდი
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

ფილიალის მენეჯერი
OnePrice
თბილისი დედლაინი: 5 დღეში

ფილიალის მენეჯერი
ჯეჯელატო
თბილისი 1000₾ დედლაინი: 6 დღეში

ფილიალის მენეჯერი
ზღაპარი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

გაყიდვების კონსულტანტი
Brand R
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


ასორტი ვერე

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო