სამედიცინო წარმომადგენელი

აღწერა

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. კომპანია "ახალი ხედვა" სარეაბილიტაციო ცენტრისთვის აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00 - 19:00 სთ); სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ფიქსირებული ანაზღაურება (ნეტი): 1500 ლარი + ბონუსი; ძირითადი მოთხოვნები: ** სავალდებულოა განათლება ფიზიკური თერაპევტის ან მონათესავე მიმართულებით; ** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს/გააჩნდეს გამართული მეტყველების უნარი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამედიცინო ვიზიტების განხორციელება ექიმებთან დადგენილი სიხშირის მიხედვით; ** კლინიკების და ექიმების ბაზის შექმნა და საჭიროებისამებრ განახლება; ** პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება; ** ახალი კლინიკების, ობიექტების და ექიმების მოძიება და ვიზიტების დაგეგმარება პროდუქციის გაცნობის და შეთავაზების მიზნით; ** გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული წარმოება და ანგარიშის მომზადება. აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელური; ** პრეზენტაბელური; ** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული; ** დროის მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა; ** კრეატიული; ** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ-მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სამედიცინო წარმომადგენელი
სუპერმაქსი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

სამედიცინო წარმომადგენელი
მზიური
თბილისი დედლაინი: 4 დღეში

კომპანია


ახალი ხედვა

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო