სამედიცინო წარმომადგენელი სტომატოლოგიაში

აღწერა

ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www. biochimpharm.ge, ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/biochimpharm

კომპანია ბიოქიმფარმი აცხადებს ვაკანსიას „სამედიცინო წარმომადგენელი სტომატოლოგიაში“ თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დასავლეთ საქართველო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • კვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • GMP სტანდარტთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნის მიღებას;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • დამატებით ანაზღაურებად Day Off-ების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და სტომატოლოგიურ კლინიკებთან;
  • კომპანიის მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან;
  • სამეცნიერო ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება (კონფერენცია, სემინარი, პრეზენტაცია);
  • კომპანიის მედიკამენტების პრომოციისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება;
  • გაყიდვების მართვა ობიექტებზე (დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა, შედეგის შეფასება);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია სტომატოლოგიის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ

გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე [email protected] და საგანში (subject) მიუთითოთ სტაჟირების პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სამედიცინო წარმომადგენელი
სუპერმაქსი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

სამედიცინო წარმომადგენელი
მზიური
თბილისი დედლაინი: 4 დღეში

კომპანია


ბიოქიმფარმი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო