რეცეფციონისტი

აღწერა

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქიში" მონდომებულ, პოზიტიურ და ენერგიულ რეცეფციონისტს ვეძებთ. რეცეფციონისტის ძირითადი ფუნქციები იქნება: ** კომპანიის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (შეხვედრების ოთახების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, საოფისე დოკუმენტაციის ბეჭდვა, ასლის გადაღება, დასკანირება და ა.შ.); ** საოფისე შესყიდვების პროცესში ჩართულობა, მარაგების კონტროლი; ** შემოსული კორესპონდენციის ადმინისტრირება და შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება; ** შემომავალ ზარებზე პასუხი და მათი გადამისამართება; ** სტუმრების დახვედრა და გადამისამართება და საჭიროების შემთხვევაში, ყავით და ჩაით გამასპინძლება; ** ოფისთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიკაცია და მოგვარების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** აუცილებელია ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ჩვენ კი გთავაზობთ: ** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს; ** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ; ** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები). თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

რეცეფციონისტი
Ibis Tbilisi Airport
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

რეცეფციონისტი
სამორინე ამბასადორი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

რეცეფციონისტი/ადმინისტრატორი
Tekla Palace By Urban Hotels
თბილისი 800₾ დედლაინი: 1 კვირაში

რეცეფციონისტი/ადმინისტრატორი
Urban Hotel`s
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

მიმღები-რეცეფციონისტი
სასტუმრო Griffin
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


არქი

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
4 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო