მიმღები-რეცეფციონისტი

აღწერა

ძველი თბილისის ცენტრში მდებარე 18 ნომრიანი სასტუმრო "Griffin"-ი აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეცეფციონისტის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სხვა მომსახურებების შესახებ ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა ** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება (ასევე კორესპონდენცია) ** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა, რეპორტების მონიტორინგი ** შემოსული ჯავშნების კონტროლი, ბუქინგის პლატფორმის მართვა (სტუმრების კითხვებზე პასუხის გაცემა) ** პრიორიტეტი მიენიჭება აპლიკანტებს, პროგრამა "არეალი"-ს გამოცდილებით ძირითადი მოთხოვნები: ** სავალდებულოა ინგლისური ენის თავისუფალ დონეზე ფლობა ** უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PPT) ** პრიორიტეტულია პროგრამა "არეალი"-ში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა ** მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა ** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა ** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. ორნაირი გრაფიკის ალტერნატივა - 24 საათიანი გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს და 12 საათიანი გრაფიკი: 2 დღის ცვლა (09:00-21:00სთ), 2 ღამის ცვლა (21:00-09:00სთ) და 4 დასვენების დღე ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) სასტუმრო უზრუნველყოფს კვებას გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ ან ინგლისურ ენაზე ფოტოსთან ერთად) შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მიმღები-რეცეფციონისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მიმღები
სასტუმრო ამანტე
თბილისი 900₾ დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


სასტუმრო Griffin

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო