გაყიდვების კონსულტანტი

აღწერა

მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია "Nabu", 25 წლიანი გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, მაღაზია "NEW TREND department store"-ისთვის . იძებნებიან კრეატიული ადამიანები, ვისი ინტერესის სფეროც არის მოდა და აქვთ სურვილი განვითარდნენ ამ მიმართულებით, აქვთ ძალიან კარგი გემოვნება, ერკვევიან ლუქს კლასის ევროპულ და ამერიკულ ბრენდებში, თვალს ადევნებენ საერთაშორისო მოდის კვირეულებს, სეზონურ ტენდენციებს. აქვთ გამოცდილება შესაბამის სფეროში და ასევე ფლობენ მომსახურების მაღალი სტანდარტების საფუძვლებს. გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: 11:00-20:00; 13:00-22:00 ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი ჯანმრთელობის დაზღვევა შერჩევის ფორმა: გასაუბრება აუცილებელი მოთხოვნა: ** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური და სხვა უცხო ენები- კარგი, თავისუფალი საკომუნიკაციო დონე; ** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა; ** მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა. ძირითადი მოვალეობები: ** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა; ** პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა; ** მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა; ** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა. პიროვნული მახასიათებლები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა; ** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: New Trend გაყიდვების კონსულტანტი. სათაურის გარეშე რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


New Trend

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო