კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი

აღწერა

"ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, ქ. თბილისში. კომპანია "ჩემი ოფისი", რომელიც არის ლიდერი კომპანია საოფისე ტექნიკის მომსახურების სფეროში, აცხადებს სპეციალისტების შერჩევას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვანი საოფისე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ბრენდებთან სამუშაოდ HP, CANON, XEROX. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/ შერჩეულ კანდიდატს კომპანია აძლევს საშუალებას გაიაროს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი. ადგილზე დაეუფლოს გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, დაესწროს ტრენინგებს, როგორც პროდუქციის ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის შესახებ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია, განათლება უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** საოფისე პროგრამების ფლობა; ** სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; ** კარგი საკომუნიკაციო უნარები. ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები: ** არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა და განახლება; ** კონტროლი მიმდინარე შეკვეთებზე. ** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; ჩვენ გთავაზობთ: ** სხვადასხვა პროგრამების შესწავლა; ** ულიმიტო სასაუბრო დრო; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** სამსახურეობრივი ხარჯების ანაზღაურება; ** მეგობრული სამუშაო გარემო; ** კორპორატიული, კულტურული ღონისძიებები. სამუშაო პირობები და გრაფიკი: ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-17:00 ან 09:00-16:00 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების მენეჯერი
პრემიუმ ფიტნესი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


ჩემი ოფისი
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო