ლიდ სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

"თბილისი მედიკი" მე_14 წელია, ზრუნავს სამედიცინო სფეროს განვითარებაზე და მას სამედიცინო პროდუქტის სრულ სპექტრს სთავაზობს. "თბილისი მედიკი" აერთიანებს ყველა აუცილებელ სამედიცინო ინვენტარს ერთ სივრცეში. ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი.გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლობისა, "თბილისი მედიკი" ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 3 მაღაზიით (1 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი). ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. "თბილისი მედიკში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ. ამჯერად, კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას ლიდ სამედიცინო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია: ** სამედიცინო აპარატურული პროდუქტებისა და არსებული და პოტენციური კლიენტების სრულყოფილად შესწავლა; ** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის გაყიდვების სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება; ** არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით; ** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა და ქოუჩინგი; ** კონკურენტების შესწავლა; ** სამედიცინო მიმართულების პროდუქციის ჯგუფის/ბრენდის განვითარებაში მონაწილეობის მიღება. თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ: ** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით); ** კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; ** გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); ** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. თუ სხვებისგან გამოგარჩევს: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მენეჯერული უნარები. მაშინ, ჩვენ გეძებთ შენ. "თბილისი მედიკში" დაგხვდება: ** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; ** სამედიცინო დაზღვევა; ** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:00 სთ შრომითი ანაზღაურება : ფიქსირებული (საშუალო ანაზღაურება 3000 - 5000 ლარი) ადგილმდებარეობა: თბილისი, ქ. ლუბლიანას 28ა დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: [email protected].

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


თბილისი მედიკ

ანაზღაურება


3,000₾ -5,000₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო