აღწერა
HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, საცხობისა და საკონდიტროს მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი მსხვილი სასტუმროსთვის ბაღდათის რეგიონში.
ძირითადი მოვალეობები:
- საცხობის წარმოების სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა;
- სამუშაო დღის დასაწყისში საწარმოო გეგმის გაცნობა, თანამშრომელთათვის გადანაწილება და სამუშაო გეგმის დროული/ხარისხიანი შესრულების კონტროლი;
- საცხობის ობიექტზე მიმდინარე საწარმოო პროცესების მართვა ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით;
- დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლი და ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში საკითხის დროული მოგვარების უზრუნველყოფა;
- პასუხისმგებლობაში არსებული საწყობის კონტროლი, ნაშთების მართვა და შესაბამისი აღრიცხვების წარმოება;
- დაქვემდებარებული თანშრომლების მართვა და საქმის ეფექტურად გადანაწილება;
- ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვის მონიტორინგი.
- კომპანიის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგის შესწავალა;
- კონტროლი გაუწიოს პროდუქციის დამზადებას დადგენილი კალკულაციის მიხედვით;
- პროდუქციის დახარისხების, შენახვის, ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება სტანდარტების დაცვით;
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვა და HR დეპარტამენტისთვის მიწოდება თვის ბოლოს;
ძირითადი მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი სასურველია
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების მენეჯერის/საცხობის მენეჯერის/შეფ კონდიტერის პოზიციაზე რითეილის/ჰოსფითალითის/საკონდიტრო რითეილის მიმართულებით
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა საშუალო დონეზე
- სასურველია Micros პროგრამის ცოდნა
- MS Office პროგრამების ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე, 8 საათი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- საცხოვრებელი
- კვება
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: [email protected]