გარე გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

EXPERTS FOR SOLUTIONS ინსპექტირების დამოუკიდებელი, საერთაშორისო სერტიფიცირების კომპანიაა. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. ამასთანავე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, როგორიცაა გეოდეზიური მომსახურება, პროექტირება, კონსტრუქტორის მომსახურება და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა.
EXPERTS FOR SOLUTIONS ასევე პოზიციონირებენ სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და ობიექტების უსაფრთხოება/ზედამხედველობის მიმართულებით. კომპანია ფლობს ISO სერთიფიკატს. შესაბამისად, EXPERTS FOR SOLUTIONS-ის ინსპექტირების შედეგებს აღიარებს საქართველოს კანონმდებლობა და ყველა ინსტანციის სასამართლო.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.efs.ge
„𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬“ აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი, ქ.ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული სერვისების გაყიდვა;
  • შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
  • მოლაპარაკებების წარმართვა პოტენციურ კლიენტებთან;
  • პრეზენტაციის ჩატარება კომპანიებთან;
  • ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
  • მომხმარებელთა მონაცემების ბაზის შექმნა და მართვა;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
  • უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა;
  • მსუბუქი ავტომობილის ყოლა ჩაითვლბა უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტვირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალური;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • საწვავი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 -მდე;
  • ანაზღაურება:კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : [email protected] 2024 წლის 24 აგვისტომდე .
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬 " დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬” ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon ბათუმი

მსგავსი განცხადებები

გარე გაყიდვების მენეჯერი
სთოუნ გარდენი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 დღეში

გარე გაყიდვების აგენტი
TU-GE ჯგუფი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

უმცროსი ფინანსისტი
Index | Wealth Management
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


Experts For Solutions
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო