ადმინისტრატორი

აღწერა

"Marco Polo Hotel Gudauri" 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში. 123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. "Marco Polo Hotel Gudauri"-ში განთავსებულია რესტორანი "სოლიკო", ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია. "Marco Polo Hotel Gudauri" აცხადებს ადმინისტრატორის ვაკანსიას. დაქვემდებარება: რეგისტრაციების დეპარტამენტის მენეჯერთან სამუშაო ადგილი: თბილისი, პურის მოედანი, #1 #2 სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, 2 სამუშაო და 2 დასვენების დღე, მონაცვლეობით ანაზღაურება: 1200 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** თავაზიანი და სასიამოვნო, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სასტუმროს თანამშრომლებსა და სტუმრებთან ** სასტუმროში სტუმრების მიღებისა და განთავსების პროცესის მართვა, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ** სტუმრის რეგისტრაციისა (Check In) და გაცილების (Check Out) პროცედურების სრულყოფილი მართვა, სასტუმროში დადგენილი სტანდარტებისა და ელექტრონული სისტემის შესაბამისად ** ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებულ პირთათვის, სასტუმროს ოთახების, სერვისების, მათი ფასებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში სხვა რელევანტური ინფორმაციის მოძიება და მიწოდება ** სტუმართა საჩივრების მიღება და ეფექტური მართვა ** შემოსული რეზერვაციების, ზარების, წერილების, მეილებისა და სხვა ტიპის კორესპონდენციის მართვა ** სტუმრებისთვის საჭირო სარეგისტრაციო ბარათების, გასაღებების და სხვა საჭირო ინვენტარის/მონაცემების მოგროვება/დამუშავება ** ცვლის დაწყებისა და დასრულების პროცედურების სრულყოფილი მართვა/განხორციელება (მათ შორის ცვლის გადაბარება და ინფორმაციის გაზიარება სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან) ** სასტუმროს სტუმრებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურის მართვა, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად ** ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სასტუმროს სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ** სასტუმროს სერვისებისა და სივრცეების ეფექტურად შეთავაზება სტუმრებისა და დაინტერესებული პირებისთვის ** სტუმრის უკუკავშირის მიღება მათი გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით ** გასაუმჯობესებელ საკითხთა ინიციირება უშუალო ხელმძღვანელთან მოთხოვნები და უნარები: ** პასუხისმგებლობიანობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, პუნქტუალურობა ** ეფექტური კომუნიკაციის უნარები ** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) ** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა ** მსგავს პოზიციაზე მუშაობისა და Opera-ს სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "Puris Moedani Hotel Tbilisi"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ადმინისტრატორი
სასტუმრო Monte
თბილისი 1200₾ დედლაინი: 5 დღეში

სპის ადმინისტრატორი
Gudauri Lodge
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


სასტუმრო გუდაური მარკო პოლო

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო