ადმინისტრატორი

აღწერა

ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო "მონტე", აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში, და 2014 წლიდან სთავაზობს სტუმრებს ნომრებს ულამაზესი ხედით. სასტუმროს აქვს ორი რესტორანი ტერასით და პანორამული ხედით, ფინური და ორთქლის საუნა, აუზი, ჯაკუზი და სათამაშო ოთახი. ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ენერგიულ, კრეატიულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება და კარიერული ზრდას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება; ** ჯავშნების სისტემაში შეყვანა, ** სტუმრების გაწერა, ანგარიშსწორება; ** სატელეფონო ზარებზე და მეილებზე პასუხი; ** სასტუმროში არსებული სერვისების სტუმრებისთვის შეთავაზება; ** სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება; ** ცვლებში მუშაობა. ძირითადი მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; (არ ქონის შემთხვევაში შევასწავლით ადგილზე); ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. დამატებით ნებისმიერი სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** გუნდურად მუშაობის უნარი ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ; ** კომუნიკაბელურობა; ** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი; ** შრომისმოყვარე, ენერგიული; ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში ** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას ** უფასო საცხოვრებელი უშუალოდ სასტუმროს ტერიტორიაზე. ** ფორმა + კვება კომპანიის ხარჯზე ანაზღაურება: 1200 ლარი; გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ადმინისტრატორი". ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 574 080 202 | +995 558 13 07 13. მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


სასტუმრო Monte

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო