პორტფელის მართვის სპეციალისტი

აღწერა

„პაბ ინვესტი“ - საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ დასაქმებას. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე მრავალპროფილური კვალიფიკაცია, რითაცშეძლებ დაეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში.
იმუშაო ჩვენთან, ნიშნავს, შეუერთდე საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან.
პაბ ინვესტი აცხადებს ვაკანსიას პორტფელის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე შემდეგ რეგიონში:
გორი, ზესტაფონი, სამტრედია, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება :

ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30 საათამდე
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი.

ძირითადი ფუნქციები:
  • ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა და ანალიზი:
  • მომხმარებელთან სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
  • ვალდებულების დაფარვის მიზნით მომხმარებელთან საუკეთესო პირობების შეთავაზება და ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში დახმარება;
  • მომხმარებბლებთან რესტრუქტურიზაციის და მორიგების გაფორმება და გადახდების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Word, Excel);
  • მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითველბა უპირატესად;

პიროვნული და სხვა უნარჩვევები:
  • ეფექტური მოლაპარაკებების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

გთავაზობთ:
  • განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასი;

დაინტერესების შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: [email protected] . Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.

ადგილმდებარეობა
Location Icon გორი

მსგავსი განცხადებები

PepsiCo GO სტაჟიორი მარკეტინგის მიმართულებით
Pepsico
თბილისი 1600₾ დედლაინი: 20 საათის წინ

PepsiCo GO სტაჟიორი ფინანსების მიმართულებით
Pepsico
თბილისი 1600₾ დედლაინი: 20 საათის წინ

კომპანია


პაბ ინვესტი
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო