აღწერა
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას DCC/დოკუმენტ ბრუნვის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- მიმდინარე პროექტებთან, ხელშეკრულებებთან, კორესპონდენციებთან და კომპანიის სხვა მასალებთან დაკავშირებული ელექტრონული და ბეჭდური დოკუმენტების დახარისხება, დანომრვა, ორგანიზება, კატეგორიზაცია, განაწილება და შენახვა;
- მიიღოს, გაავრცელოს და აკონტროლოს დოკუმენტაცია;
- ეფექტური დოკუმენტაციის კონტროლის სისტემის შემუშავება და დანერგვა, რათა მოხდეს დოკუმენტების ადვილად მოძიების და გამოყენების უზრუნველყოფა;
- სენსიტიური დოკუმენტებისა და ინფორმაციის კონფიდენციალობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- რეგულარულად განაახლოს და შეინახოს დოკუმენტების რეესტრები და მონაცემთა ბაზები;
- უზრუნველყოს თანამშრომლების დატრენინგება დოკუმენტების კონტროლის პროცედურების, დანერგილი სისტემებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
- მოახდინოს პრიორიტეტული და გადაუდებელი შეტყობინებების და მეილების იდენტიფიცირება;
- კორესპონდენციის კოორდინაცია, დროული რეაგირებისა და შემდგომი კონტროლის უზრუნველყოფა;
- ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებს და გუნდებს შორის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, მენეჯმენტში ან მომიჯნავე სფეროში;
- სამშენებლო ან საინჟინრო სექტორში დოკუმენტბრუნვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ადმინისტრაციული ასისტენტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა;
- MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- ინიციატურობა;
- დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 -მდე;
- ანაზღაურება:კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : [email protected]
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!