საწყობის თანამშრომელი

აღწერა

„ლოჯისტიკური ცენტრი“ რომელიც შედის ბიბლუსის ჯგუფში აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.


მოვალეობები:
  • საწყობში შემოსული შეკვეთების აგროვება
  • პროდუქციის აგროვებამდე ამგროვებელი ვალდებულია პოკეტში შეიყვანოს თავისი მონაცემები (იუზერი პაროლი)
  • პოკეტით განსაზღვრული დავალებების მიხედვით პროდუქციის აგროვება სხვადასხვა მისამართებიდან (თაროებიდან)
  • აგროვებული პროდუქციის შტრიხკოდის ინდივიდუალურად დასკანერება და პროგრამული გატარება.
  • აგროვებული პროდუქციის ჩალაგება ყუთებში და მათი ზუსტი დამისამართება მაღაზიების მიხედვით.
  • დღის ბოლოს გამზადებული შეკვეთების გატანა დისტრიბუციის ზონაში
  • ამგროვებელი ვალდებულია დღის ბოლომდე დაასრულოს პოკეტით განსაზღვრული ყველა დავალება
  • პრობლემების/ხარვეზების შემთხვევაში რეპორტინგი უშალო ხელმძღვანელთან;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე;

მოთხოვნები:
  • სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება

სამუშაო გრაფიკი:
  • ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 18:00 სთ.
  • შაბათი: 10:30 – 18:00
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქიზიყის ქუჩა
  • კომპანია უზრუნველყოფს თანაშრომლის ტრანპორტირებას.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass - ის კორპორატიული შეთავაზება;
  • ბიბლუსისა და გამომცემლობა პალიტრა "ლ" ფასდაკლების ბარათები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] ან დაუკავშირდით ნომერს +995 593747767
გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: [email protected]

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ლოჯისტიკური ცენტრი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო