ტერმინალის და საწყობის მენეჯერი

აღწერა

"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2024 წლის ოქტომბერში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის მშრალი ტვირთების ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის. თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული. "თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანტურ პოზიციას: ვეძებთ ტერმინალის და საწყობის მენეჯერს, რომელიც შემოგვიერთდება მშრალი პორტის ოპერაციების განყოფილებაში. ტერმინალის და საწყობის მენეჯერად მუშაობისას, თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ტერმინალის ტერიტორიაზე ოპერაციების გამართულად და ეფექტურად მუშაობაზე. დეპარტამენტის შესახებ: ტერმინალის და საწყობის მენეჯერი ექვემდებარება საოპერაციო მენეჯერს და თანამშრომლობს რკინიგზის მენეჯერთან და ტექნიკურ მენეჯერთან. გამოცდილება და უნარები: ** საოპერაციო, ტრანსპორტირების, სასაწყობე სფეროში და მსგავსი ტერმინალის ოპერირების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** ორგანიზებულობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (წერითი, ზეპირი); ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** MS ოფისის ცოდნა და ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება. ფუნქცია-მოვალეობები: ** ტერმინალის და საწყობის მენეჯერი პასუხისმგებელია პორტის ტერმინალზე და საწყობში ოპერაციების დაგეგმვაზე, ადმინისტრირებასა და განხილვაზე, რესურსების სწორ ოპტიმიზაციაზე, ხარჯების მონიტორინგზე და ხარისხის სტანდარტების შენარჩუნებაზე; ** ტერმინალის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის წარმართვა, შემუშავება და განხორციელება ** კომპიუტერიზებული ავტომატიზაციის სისტემის მონიტორინგი, სატერმინალო და სასაწყობე ოპერაციების და მონაცემების აღრიცხვის მონიტორინგი; ** ტერმინალის სივრცის სწორი გამოყენების მიზნებისთვის პორტის სერვისების კოორდინაცია და სწორი განაწილება; ** ტერმინალის და საწყობის მენეჯერი ვალდებულია დაიცვას მატერიალური ფასეულობები და აღკვეთოს მათი დაზიანება და დაკარგვა, უზრუნველყოს მატერიალური ფასეულობების გადაადგილების (მიღების, გაშვების) აღრიცხვა და ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტს დროულად წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ** ICD-ის (ტერმინალის) ოპერაციების, მენეჯმენტის, უსაფრთხოების საექსპლუატაციო პროცედურების და ავტომობილების უსაფრთხოებისა და ტექნიკური მომსახურების რეგულაციების დაცვა ** ადგილობრივი სატერმინალო და სასაწყობე, სადისტრიბუციო ბაზრის კარგი ცოდნა ** მთელი საოპერაციო პროცესის ხელმძღვანელობა და გუნდის წევრების მართვა ** სხვა საოპერაციო დეპარტამენტებთან ურთიერთთანამშრომლობა (მაგ., სარკინიგზო ოპერაციები, ტექნიკური მომსახურება, პერსონალი და ტრანსპორტირება) ** საოპერაციო ხარჯების შესაბამისობა დაწესებულების საბიუჯეტო და ფისკალურ მიზნებთან დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს. სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 16 აგვისტო წარმატებას გისურვებთ!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ლოგისტიკის მენეჯერი
კოროს სტარონ
თბილისი დედლაინი: 4 დღეში

მოლარე-კონსულტანტი
ლიბრა
თბილისი 750₾ დედლაინი: 2 კვირაში

მოლარე-კონსულტანტი
ლუკმა
თბილისი 700₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


თბილისი დრაი პორტი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო