აღწერა
"მონდე დეველოპმენტი" აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას სამშენებლო ობიექტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მიმდინარე პროექტის სრულყოფილად შესწავლა
** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება
** სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრების ჩატარება (გაყიდვების მენეჯერს არ უწევს პოტენციური კლიენტების მოძიება-მოზიდვა)
** ობიექტზე მოსული კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება და ბინის შერჩევა-გაყიდვა
** კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდე (საოპერაციო საკითხების მოგვარება, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა მსგავსი ტიპის საკითხები არ ეხება გაყიდვების მენეჯერს)
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
** კრეატიული აზროვნება
** ორგანიზებულობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (ნებისმიერ სფეროში)
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა.
ბენეფიტები:
** უძრავი ქონების გაყიდვების ტრენინგი
** ტელეფონი და ულიმიტო სასაუბრო
** თვის ჭრილში 100-200 პოტენციური კლიენტი მენეჯერზე კომპანიის მხრიდან
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + საბონუსე სისტემა (გეგმის მიხედვით), საშუალოდ ხელფასი 1000-დან 7000 ლარამდე
სამუშაო საათები 11:00-19:00 საათი
ოფისის მისამართები:
** ობიექტზე ოფისი: დიღომი, ანდრონიკაშვილის 1 (საქალაქო სასამართლოსთან)
** ობიექტზე ოფისი: ვარკეთილის მეორე რიგი (სვანების ბაზრობასთან, ვარკეთილის მეტროსთან)
** ობიექტზე ოფისი: სამგორი, მოსკოვის გამზირი 9 (ქვედა სამგორის მეტროსთან)
** ობიექტზე ოფისი: აფრიკა, ჭიჭინაძის ქუჩა (ქინძმარაულის ქუჩის გაგრძელება)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე მეილზე: [email protected]. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. |