ესპანური ბრენდების: Women’secret, Cortefiel და Pedro del Hierro ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია “ემქეიემ რითეილ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება 2000 ლარიდან, რომელიც განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ვალდებულებები და სამუშაო აღწერილობა:
სათაო ოფისისა და ბრენდისთვის რეპორტებისა და გაყიდვების ანალიტიკის მომზადება
განბაჟების პროცედურების კოორდინირება და მონიტორინგი
შესყიდვების პროგრამულად ასახვა
მაღაზებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
მაღაზიების სასაქონლო მარაგების აღწერა/მონიტორინგი
საჭიროებისამებრ მომწოდებლებთან კომუნიკაცია
საჭიროებისამებრ კონკურენტების კვლევა
უნარჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
თვით-ორგანიზებულობა
დროის მენეჯმენტის უნარი
მიზნების დასახვის უნარი
გუნდური მუშაობის უნარი
მიზნებზე ორიენტირებული
გამოცდილება:
გამოცდილება შესყიდვების სფეროში
განათლება:
ბაკალავრის ხარისხი სავალდებულოა
ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სასაუბრო, ბიზნეს კომუნიკაციის და მიმოწერის დონეზე
კომპიუტერული უნარჩვევები მაღალ დონეზე ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.