FMG ოპერატორი

აღწერა

კომპანია "მერკური" აცხადებს ვაკანსიას FMG ოპერატორის პოზიციაზე. კომპანია "მერკური", წარმოადგენს პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც 1995 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი პოლიგრაფიული ჟურნალ-გაზეთების გავრცელება-რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით. ადგილმდებარეობა: აბელ ენუქიძის N7 (ისთ-ფოინთთან) სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-17:30 ანაზღაურება: 1000 ლარი (საწყის ეტაპზე) ფუნქცია-მოვალეობები: ** შეკვეთების მიღება-გადაგზავნა; ** შესყიდვისა და გასაყიდი ფასების კონტროლი; ** აქციებზე რეაგირება; ** ცხრილების მომზადება და კონტროლი; ** შესყიდვების გატარება; ** პერიოდულად ფაქტიური ნაშთების კონტროლი განაწილება-დაბრუნების საწყობში; ** ობიექტების ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული გადახდების შედარება; ** აღწერების მიერ შემოწმების შედეგად მოსული ინფორმაციის დამუშავება, ვალის დადგენა; ** პრისეილერებთან შედარება საცალო ობიექტების ვალების თაობაზე; ** საცალო ობიექტებზე არსებული მდგომარეობის ყოველკვირეული რეპორტი; ** მიღებული წიგნის ნაშთების გადამოწმება და ხარვეზის შემთხვევაში შესაბამის პროგრამაში ასახვა და მომწოდებელთან კომუნიკაცია; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია FMG -პროგრამაში მუშაობის გამოცდილება); ** MS Excel-ის კარგად ცოდნა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: [email protected] 2024 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "FMG ოპერატორი". აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე-ოპერატორი
ბრილიანტ თაილი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

ბუღალტერ-ოპერატორი
იფქლი-1
თბილისი დედლაინი: 7 საათში

კომპანია


მერკური

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
4 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო