აღწერა
მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები. "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს ასევე სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: 200-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს
"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, კონსტანტინე ჩაჩავას #4;
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე მონაცვლეობით;
ანაზღაურება: 700 ლარი
ფუნქცია მოვალეობები:
** შემოსული ზარების მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
** ზარების პროგრამული აღრიცხვა და რეგისტრაცია;
** შესაბამისი სამსახურების ინფორმირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: [email protected]
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. |