აღწერა
შპს "მედ თრეიდერი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10:00-19:00-მდე
** ფიქსირებული ანაზღაურება: 2200 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** აკონტროლოს საწყობში შემოსული პროდუქცია.
** გაამზადოს პროდუქცია რეალიზაციისთვის Fifo მეთოდით.
** მიიბაროს იმპორტი როგორც რაოდენობრივად ასევე თვისობრივი მახასიათებლების მიხედვით, დეტალურად დათვალოს მიღებული პროდუქცია და მაქსიმალურად შეაფასოს ხარისხი-ვიზუალური დაზიანება, ასევე გადაამოწმოს თითოეული პროდუქციის ყუთი და შეფუთვა.
** ზედნადების საფუძველზე შეკვეთების მომზადება და მიწოდების უზრუნველყოფა.
** საწყობის ინვენტარიზაცია მოთხოვნის საფუძველზე.
** შეკვეთილი საქონლის მიწოდება კლინიკებისთვის.
** კომპანიის შესყიდული საქონლის მოტანა საწყობში.
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის დისტრიბუცია.
** კლინიკაში მიწოდებული პროდუქციის დათვლა ზედნადებების მიხედვით.
** მიწოდებული პროდუქციის ზედნადებებზე ხელმოწერის უზრუნველყოფა კლინიკის წარმომადგენლისგან.
მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა - აუცილებელია მართავდეს მექანიკას.
** უპირატესობად ჩაითვლება საწყობის მენეჯერად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
** უპირატესობა მიენიჭება დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილებას.
** უპირატესობად ჩაითვლება სარეკომენდაციო წერილი წინა დამსაქმებლისგან.
უნარ-ჩვევები:
** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
** კომუნიკაბელური.
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მენეჯერ-დისტრიბუტორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 31.07.2024
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით უფლებას გვაძლევთ აღნიშნული მონაცემები შევინახოთ ბაზაში არაუმეტეს 2024 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ინფორმაციის ბაზაში შენახვა ხდება მისი სათანადო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ხელახლა განხილვის მიზნით. |