საწყობის მიმღები

აღწერა

კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 37 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად! დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე ქ. ბათუმში. სამუშაო გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი (ცვლებში): ** დილის ცვლა: 08:30 სთ-16:00 სთ; ** საღამოს ცვლა: 15:30 სთ-23:00 სთ; ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები) + სტაჟის დანამატი (100 ლარი); დამატებით გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** FitPass; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ფილიალში შემოსული პროდუქციის მიღება და დასაწყობება შესაბამისი პრინციპების მიხედვით; ** ფილიალის საწყობში განთავსებული პროდუქციის ვადების სისტემატიური კონტროლი; ** ფილიალის დარბაზის პროდუქციით მომარაგება და თაროებზე განლაგება; ** საწყობში არსებული მდგომარეობის შესახებ ფილიალის მენეჯერის ინფორმირება; დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება- "საწყობის მიმღები ქ. ბათუმში", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება ან დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე: 591 641 357 ან 595 307 322 კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით. აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. "ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის მიმღები
ნიკორა ტრეიდი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

საწყობის მიმღები ოპერატორი
ონვეი დელივერი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

საწყობის მიმღები ოპერატორი
Extra.ge
თბილისი 1200₾-1500₾ დედლაინი: 1 საათში

საწყობის თანამშრომელი/მუშა
მზიური
თბილისი 800₾ დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


ევროპროდუქტი

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო