საწყობის მიმღები ოპერატორი

აღწერა

"Extra"-ში საწყობის მიმღები ოპერატორის ვაკანსია გვაქვს! "Extra" ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დიდ არჩევანს - 120 000 ნივთს, რომელიც განაწილებულია 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში. იგი ასევე უზრუნველყოფს უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონში. ძირითადი პირობები: ** ლოკაცია: თემქა, ურეკის ქუჩა; ** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე 12:00 დან - 21:00 საათამდე. დასვენების დღეებია პარასკევი და შაბათი; ** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** FitPass, სურვილის შემთხვევაში. ძირითადი ფუნქციები: ** კურიერების მიერ საწყობში მიტანილი პროდუქციის შემოწმება ზუსტი მახასიათებლების მიხედვით და პროგრამულად ასახვა; ** კურიერისგან მიღებული ნივთების შემოწმების შემდეგ, მათი აღნიშვნა შესაბამისი სტიკერით და სორტირების გუნდისთვის გადაცემა; ** უზუსტობის შემთხვევაში შესაბამის რგოლებთან კომუნიკაცია. ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ბმულზე: https://bit.ly/3xcyuTY თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის მიმღები ოპერატორი
ონვეი დელივერი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 კვირაში

ლოგისტიკის ოპერატორი
მზიური
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 დღეში

საწყობის მიმღები
ნიკორა ტრეიდი
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

საწყობის მიმღები ზონის თანამშრომელი
ზოოსითი
თბილისი 3₾-1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


Extra.ge

ანაზღაურება


1,200₾ -1,500₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო