სავაჭრო წარმომადგენელი/ პრესელერი

აღწერა

სადისტრიბუციო კომპანია შპს "დ&ლ სერვისი" 2008 წლიდან ოპერირებს მთელი საქართველოს მასშტაბით და წარმოადგენს ისეთი პოპულარული ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორიცაა: Zewa, Ichnya, Lorado, White Glo, Kenton, Lole`s, Chirton, Herlits და სხვა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.dls.ge

შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესელერის) პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 145
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
დასაქმებულს ავტომობილით, საწვავით და კორპორატიული მობ. ნომრით უზრუნველყოფს კომპანია.

საჭირო კვალიფიკაცია:

  • მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • სასურველია MS office-ის საშუალო მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • მათემატიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ძირითადი მოვალეობები:
  • სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
  • სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება და მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ზუსტი ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია;
  • სავაჭრო სივრცეში პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება.

გთავაზობთ:
  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ხელმძღვანელთა ჯგუფის მუდმივი მხარდაჭერას;
  • სტაბილურ ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სავაჭრო წარმომადგენელი
ვიჯი
თბილისი 1700₾-2300₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


D&L Services
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო