სავაჭრო წარმომადგენლის/პრისელერი

აღწერა

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც დაარსდა 2001 წელს და დაარსების დღიდან დღემდე აწარმოებს 15-მდე დასახელების მაღალი ხარისხის ხაზის სხვა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს: შატო ასკანა, გურამიშვილის მარანი, ლიმიტირებული კოლექცია, ქვევრის ღვინო, შატო მანავი, ზიარი კრიკი, ძველი კახეთი, ტაბლა, ღვინო თიხაში, ჩაკრულო, შამპანური, ცქრიალა ღვინო, ბრენდი, ჭაჭა ამასთანავე KTW ჯგუფი ფლობს ხილის 2 გადამამუშავებელ ქარხანას აჭარასა და გურიაში, რომელიც ნენას ბრენდის ქვეშ აერთიანებს უგემრიელეს კონსერვაციას (კომპოტი, მურაბა, ჯემი, თაფლი, საწებელი, მარინადები და ა.შ.). გარდა ამისა, KTW ჰოლდინგი ფლობს: ღვინის მაღაზიებს, სასტუმრო-რესტორნებს, მარნებს, ღვინისა და ხილის საწარმოებს, ვენახებს, სამშენებლო კომპანიას, ზეთისხილის და თხილის პლანტაციებს და სადისტრიბუციო კომპანიას. KTW ჯგუფში ჯამში 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. იზრდება ასევე საექსპორტო ქვეყნების სიაც, რომელიც დღესდღეობით 30-მდე ქვეყანას მოიცავს. უფრო ვრცლად ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე: https://ktwgroup.ge/ KTW ჯგუფის შვილობილი კომპანია შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის/პრისეილერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 1300-1500 ლარი ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას; ** საბონუსე სისტემას; ** დაზღვევას; ** კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას; ** საწვავის ანაზღაურებას; ** ავტომობილის ცვეთის თანხის ანაზღაურებას; ** ულიმიტო სასაუბრო დრო ყველა ქსელის მიმართულებით. მოვალეობები: ** ახალი ქსელური ობიექტების მოძიება, მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი; ** ქსელური სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება, მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით; ** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა; ** სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა; ** პრეზენტაციის ჩატარება და ახალი პროდუქციის გაცნობა, შეთავაზება კლიენტებისთვის; ** გაყიდული პროდუქციის ახალ და ძველ ობიექტებზე ანგარიშგების მომზადება; ** სუპერვაიზერებთან მჭიდრო კავშირი და სამუშაო გეგმის შედგენა; ** ქსელურ სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგისა და პროდუქციის წარდგენის სტანდარტების კონტროლის განხორციელება საჭიროებისამებრ; ** ქსელურ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი; ** დებიტორების კონტროლი და ანალიზი; ** გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება პრისელერის პოზიციაზე (ან გაყიდვების მიმართულებით); ** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი. უნარ-ჩვევები: ** კლიენტზე ორიენტირებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებული; ** კომუნიკაბელური; ** პუნქტუალური; ** დეტალებზე ორიენტირებული; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სავაჭრო წარმომადგენელი (კახეთი)". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში. შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

პრისელერი
კომპანია ორბიტა
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 კვირაში

სავაჭრო წარმომადგენელი
ენგადი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

სეზონური სავაჭრო წარმომადგენელი
ენგადი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი

ანაზღაურება


1,300₾ -1,500₾
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო