ბიზნეს ანალიტიკოსი

აღწერა

"სიგმა ჯგუფი" დაფუძნდა 2015 წელს როგორც პირველი ჭკვიანი ოფისი საქართველოში. კომპანიის ექვსი ქვე ბრენდის (SiGMA Back Office, SiGMA Business Assistant, SiGMA HR, SiGMA IE, SiGMA Start, SiGMA Projects) ფარგლებში სიგმა ბიზნეს ლაბორატორია მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესსა და სტარტაპებს. ამჟამად, ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** სტარტაპ პროექტების ბიზნეს მოდელირება; ** სტარტაპ პროექტების ფინანსური მოდელირება; ** კომუნიკაცია პოტენციურ პარტნიორებთან და მომწოდებლებთან; ** ბიზნეს გეგმებისა და ფინანსური მოდელების მომზადება; ** სხვა ბიზნეს საკონსულტაციო საქმიანობა. მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; ** ფინანსური ანალიზის უნარი; ** სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ბიზნეს მოდელირების ინსტრუმენტების (მაგალითად: Business Model Canvas) ცოდნა; ** ექსელის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. პირობები: სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00. ანაზღაურება - 6 თვიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში - 1 500 ლარი, გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში - 2 000 ლარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სიგმა ჯგუფმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


სიგმა

ანაზღაურება


6₾ -1,500₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო