მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერი

აღწერა

LovelyRoses.ge აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერი

რას გთავაზობთ:
  • მეგობრულ და სასიამოვნო ატმოსფეროს ყვავილების გარემოცვაში
  • პროფესიონალების გუნდში მუშაობის გამოცდილებას
  • ბიზნეს კორესპონდენციის უნარების დახვეწას
  • ერთდროულად ბევრი დავალების შესრულების გამოცდილებას
  • პროცესის მართვაში თავდაჯერებულობის გამომუშავებას
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარების დახვეწას.

სამუშაოს აღწერა
  • შეკვეთის მიღება ტელეფონით, სოციალრი ქსელებითა, ელ. ფოსტით და სხვა არხებით.
  • ვებგვერდზე პროდუქტის განახლება, კორექტირება და დამატება
  • სხვადასხვა ადმინისტრაციულ/საოფისე საკითხებში დახმარება.
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულება

მოთხოვნები
  • ენების ცოდნა - სასურველია B2 ინგლისურში
  • მულტითასქინგი – ხშირად ასეთია სამუშაოს რეალური სახე - არ გაქვს დრო რომ დაასრულო ერთი საქმე, ისე უნდა დაიწყო მეორე. ამიტომ თუ თქვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს ერთდროულად უმკლავდებით, აქაც მარტივად გამოგივათ.
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა – თუ დავალება თქვენ მოგეცათ, თქვენ ხართ მასზე პასუხისმგებელი და თქვენ უნდა აკონტროლოთ ის საკითხი მომავალშიც.
  • მეგობრულობა - ჩვენი ატმოსფერო ძალიან მეგობრულია, ამიტომ ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც კოლეგიალური და ღიმილიანი იქნება.
  • სწრაფად ფიქრი და კეთება - ჩვენ ყველა საკმაოდ სწრაფად ვმუშაობთ, ამიტომ გვჭირდება კანდიდატი, რომელიც ამ რეჟიმს ფეხს აუწყობს.
  • დამოუკიდებლობა – ხშირად მოგიწევთ იმის მოფიქრება, რას გააკეთებთ და როგორი იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი (ჩვენც რა თქმა უნდა გვერდით ვიქნებით და დაგეხმარებით, მაგრამ ინიციატივა თქვენგან უნდა მოდიოდეს).
  • ყვავილების დასახელების და გარჩევის სწავლა - საჭირო იქნება გარკვეული ყვავილების სახელების და ჯიშების შესწავლა

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3-5 დღე, 09:00 – 17:00 (დილის ცვლა) ან 16:00 – 24:00 (საღამოს ცვლა, ღამე ტაქსით მომსახურებას უზრუნველყოფს კომპანია) სამუშაო დღეებისა და ცვების შეთანხმება შესაძლებელია.
მზარდი დღიური ანაზღარება - საწყის ეტაპზე 35 ლარის ოდენობით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, შალვა ღამბაშიძის #10 (ვერის ფილიალი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/118amV-clTaBmc2zPrYPrl7tHyRtWVk67rEnPHCAlByc/

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების კონსულტანტი
Brand R
თბილისი 1000₾ დედლაინი: 4 საათის წინ

მოლარე-კონსულტანტი, მენეჯერი
ლიბრა
თბილისი 600750₾ დედლაინი: 2 კვირაში

Facebook მენეჯერი
მკითხველი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


LovelyRoses.ge
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო